პროექტი
| პროექტის სახელწოდება | მოთხოვნა-მიწოდება-საბაზრო წონასწორობა |
| პროექტის მთავარი იდეა | მოსწავლეები შეისწავლიან და გაანალიზებენ იმ კრიტერიუმებს და უნარ-ჩვევებს, რომელთა ცოდნა აუცილებელია ბაზარზე კონკურენტუნარიანი, მართლზომიერი გარემოს ჩამოყალიბებისა და იქ საკუთარი ადგილისა და შეხედულებების დამკვიდრებისათვის. |
| პროექტის აქტუალობა | ეკონომიკური სისტემებისა და ბაზრის შესახებ წარმოდგენების შექმნა. ანგარიშგასაწევი ადგილის დამკვიდრებისათვის ყველა შესაძლო რისკ-ფაქტორების გამოყოფა, გაანალიზება, შეფასება. მოთხოვნისა და მიწოდების ცვალებადობაზე დაკვირვება. მოსწავლეებში მეწარმისათვის საჭირო უნარ-ჩვევათა გამოვლენა-ფორმირება. |
| პროექტის მიზნები | რა, როგორ და ვისთვის უნდა ვაწარმოოთ? ეკონომიკური სისტემების ადეკვატური საქონლისა და მომსახურების წარმოება. ლოგიკური, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. დროის და შესაძლებლობების რაციონალურად და შინაარსიანად გამოყენების სტრატეგიების გამომუშავება. საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით კვლევის ჩატარება, საკუთარი მკაფიო პოზიციების ჩამოყალიბება. ბაზარზე საჭირო ინფორმაციის ეფექტურად მოპოვება, სხვადასხვა მეწარმე სუბიქტის პოზიციების გაანალიზება და შეფასება. |
| მოსწავლეთა ასაკი | 14-15 წელი |
| შესრულების ვადა (ხანგრძლიობა) | ერთი კვირა |
| მოსალოდნელი შედეგები | მოსწავლეები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს და პრაქტიკულად განახორციელებენ ბაზრის ფორმირების მთავარი არსის: მოთხოვნა-მიწოდება-საბაზრო წონასწორობის უმთავრეს კომპონენტებსა და ელემენტებზე დაკვირვებას. საკუთარი უნარებისა და შეხედულებების შესაბამისად ქმნიან და ამზადებენ საფუძველს, რომელზედაც დაყრდნობით, აკეთებენ არჩევანს მომავალი განათლებისა და შრომითი საქმიანობისათვის. |
| პროექტის მსვლელობა ძირითადი აქტივობები | მოსწავლეები ინტერნეტში, ადგილობრივ ბაზარსა და კერძო სექტორში დასაქმებული მეწარმე სუბიექტებიდან იღებენ საჭირო ინფორმაციას, მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების, უპირატესობების, პრივილეგიებისა და საქმიანი ურთიერთობების შესახებ. ამისათვის ჯგუფი გაიყოფა სამ ნაწილად. პირველი ჯგუფი:უფრო აქტიურად დაუკვირდება მყიდველებს-მომხმარებლებს და მათი გამოკითხვის საფუძველზე დაადგენს, თუ რომელ საქონელსა და მომსახურებაზე არსებობს მოთხოვნა. რომელ პროდუქციაზე არსებობს დეფიციტი/სიჭარბე/დაბალანსებული მდგომარეობა. მეორე ჯგუფი: უფრო აქტიურად ეცნობა მწარმოებლებს, მეწარმეებს, მიმწოდებლებს, გამყიდველებს და მათ ყოველდღიურ საქმიანობაზე დაკვირვების შედეგად დაადგენენ, თუ რომელი საქონლისა და მომსახურების მიწოდებას ახორციელებენ და რომელ პროდუქციაზე არსებობს დეფიციტი/სიჭარბე/დაბალანსებული მდგომარეობა. მესამე ჯგუფი: ერთდროულად ახორციელებს დაკვირვებას, როგორც მომხმარებლებზე, აგრეთვე მიმწოდებლებზე. მოახდენენ ,,მართვის სიტუაციური თეორიის“ ელემენტებზე დაკვირვებას, ანუ რამდენად ოპერატიულად ხდება ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ცვალებადობაზე რეაგირება. მოსწავლეების მიერ შექმნილი პროექტები განიხილება და შემოწმდება ჯგუფის წევრებთან ერთად. ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ შეხედულებებს და ურთიერთთანამშრო მლობის საფუძველზე ახდენენ თეორიული და პრაქტიკული მასალების შეჯერებას. მოსწავლეები იღებენ მითითებებს თუ როგორ უნდა წარმართონ ეფექტური პრეზენტაცია. |
| საგნებთან და ეროვნულ საგანმანათლებლო გეგმასთან კავშირი | თემა კავშირში იქნება მათემატიკასთან, ისტორიასთან, ეკონომიკასთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. |
| პროექტებისთვის საჭირო ძირითადი რესურსები | კომპიუტერი,პროექტორი, დაფა, ცარცი, რვეული, კალამი, პლაკატები |
| პროექტის ხელმძღვანელი | კახაბერ მაღლაკელიძე-სამოქალაქო განათლების მასწავლებელი |
| პროექტის ხელმძღვანელის ელ-ფოსტა | kaxabermaglakelidze@gmail.com |